„ვითიბი ბანკი“ ქსელს აფართოვებს

„ვითიბი ბანკი“ ქსელს აფართოვებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანიდან“ აცნობეს, თბილისში, „ვითიბი ბანკის“ ახალი სერვის - ცენტრი გაიხსნა, რომელიც, უნივერსიტეტის ქუჩა # 17ა-ზე მდებარეობს.

მათივე ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს.

„აღნიშნულ წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. სერვის ცენტრში მდებარეობს ვიდეო ბანკის ზონა, საიდანაც კლიენტს შეუძლია, დისტანციურად, ვიდეოზარის გამოყენებით დაუკავშირდეს ბანკის თანამშრომელს და შეასრულოს ნებისმიერი უნაღდო საბანკო ოპერაცია“, - აღნიშნავენ „ვითიბი ბანკში“.

მათივე ცნობით, „ვითიბი ბანკი“ საქართველოში 34 წერტილით არის წარმოდგენილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს