გია ხუხაშვილი ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილზე“ - ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს, თავის თავს არავინ იჭერს

ამის გამოძიება ამ ხელისუფლების პერიოდში შეუძლებელია. ბუნებრივია, თავის თავს არავინ იჭერს, - ასე ეხმიანება მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით ინგლისიდან ჩამოსულ ექსპერტიზის შედეგებს პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“.

როგორც გია ხუხაშვილი აღნიშნავს, დიდი ალბათობით ეს საქმე გამოძიებული არ იქნება, რაც ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ირიბ აღიარებას ნიშნავს.

„გახსოვთ, გიორგი გახარია „თიბისი ბანკზე“ განხორციელებული ჰაკერული შეტევის გამოძიებას დაგვპირდა. მაშინ ფაქტობრივად, გამოძიებული საქმე ჩააბარეს „თიბისის“ შესაბამისმა სამსახურებმა საგამოძიებო ორგანოებს. ამის მიუხედავად ამას არ იძიებენ. წარმოიდგინეთ, იმას არ იძიებენ, რაზეც ყველაფერი ცნობილია, ამიტომ ბუნებრივია, ამ წერილზე გამოძიების იმედი არ უნდა გვქონდეს.

იმდენად მძიმე ბრალდება წაუყენა ხაზარაძემ მაშინდელ შს მინისტრს დ ახლანდელ პრემიერს, რომ ჯანსაღ სიტუაციაში, თვითონ ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ კითხვის ნიშნები მოიხსნას, რაც გამოძიების შემთხვევაში მოხდება მხოლოდ. თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ეს ფაქტობრივად, არის დანაშაულის ირიბი აღიარება,“- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

კითხვაზე, რამდენად იმოქმედებს გაჩენილი კითხვები ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯზე, ხუხაშვილი ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„იმიჯი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელისუფლება, რომელსაც აქვს ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანა, ამას ყველაფერს არ დაგიდევს.

მთავარი მაინც ამ მოცემულობაში არის, როგორ შეძლებს მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესში პოზიციონირებას, რამდენად მძიმე არგუმენტები აღმოჩნდება ეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არჩევნების დროს. ამ „ქეისების“ გამოძიება ამ ხელისუფლების პერიოდში შეუძლებელია. ბუნებრივია, თავის თავს არავინ იჭერს,“- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

შეგახსნებთ, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის თქმით, ინგლისიდან ჩამოსული ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, წერილზე ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭდი აღმოჩნდა. მისივე თქმით, იმის გარკვევა თუ ვის ეკუთვნის ანაბეჭდები, მხოლოდ საქართველოს შესაბამის სამსახურებს შეუძლიათ, რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს