მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გაიმართება

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობიდან აცნობეს, მოძრაობის დაფუძნების ღონისძიებაზე ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები.

„ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

ღონისძიება ანაკლიაში 12:00 საათზე დაიწყება.

იხილეთ ვიდეო

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან