რომან გოცირიძე - ცხვრებმაც კი იუკადრისეს პარლამენტში შემოსვლა, რომ გაიგეს ვის ადარებდნენ

ცხვრებმაც კი იუკადრისეს პარლამენტში შემოსვლა, რომ გაიგეს ვის ადარებდნენ. აი, სწორედ ცხვრებივით არიან სემეკ-ის წევრებიც. დავით ნარმანია პირდაპირ მიბმული იქნება ბიძინა ივანიშვილთან, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას შესაძლო დანიშვნას. გოცირიძის თქმით, ერთი ადამიანის მეორით შეცვლას აზრი არ აქვს, თუ ბრძანების მიმცემი არ შეიცვლება.

„ცხვრებმაც კი იუკადრისეს აქ შემოსვლა, რომ გაიგეს ვის ადარებდნენ. ამათთან შედარება როგორ გვეკადრებაო და არ მოდიოდნენ, ხომ გახსოვთ? აი, სწორედ ცხვრებივით არიან სემეკის წევრებიც. სწორედ სემეკია დამნაშავე იმაში, რომ საქართველოში ინვესტიციები არ შემოდის. ამ შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე წარუმატებელი დარგი იყო ენერგეტიკა. საქართველო გადაიქცა მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულ ქვეყნად იმის გამო, რომ სემეკი პოლიტიკურად ადგენდა ფასს. წყლის, ელექტროენერგიის და გაზის დღევანდელი ფასი ფაქტობრივად ანგრევს ამ სექტორს და იძულებულს ხდის, სახელმწიფომ გაიღოს ფული სუბსიდირების სახით, რომელიც უკვე სხვა მხარეს აკლდება. სემეკი იყო მთავრობის ყურმოჭრილი ორგანიზაცია ისევე, როგორც ყველა სხვა ინსტიტუტი. ასე რომ, ერთი ადამიანის მეორით შეცვლა არაფერს ცვლის. ბრძანების მიმცემი თუ არ შეიცვალა, ბრძანების მიმღებები ისეთივე ცხვრებივით მორჩილი იქნებიან, როგორც პარლამენტთან მორეკილი ის საყვარელი არსებები.

სემეკის წინა ხელმძღვანელი მეტ-ნაკლებად გამოცდილი იყო და რაღაც ლავირების საშუალება ჰქონდა. დავით ნარმანია პირდაპირ მიბმული იქნება ივანიშვილთან. ტელეფონზეც კი არ დაურეკავს. შეტყობინებას მიწერს და ეტყვის, როდის ასწიოს და დასწიოს ფასები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა