ისრაელის პრემიერის განცხადების გამო, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია საგანგებო სხდომას იწვევს

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადების გამო საგანგებო სხდომას ჩაატარებენ. სხდომის მოწვევის ინიციატორია საუდის არაბეთი. შეხვედრაზე უნდა განიხილონ გეგმა, რომელიც ისრაელის მიმართ მიდგომის შეცვლას გულისხმობს. ეს განცხადება ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საიტზეა განთავსებული.

სხდომის მოწვევა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაადასტურა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იუსეფ ბენ ახმადმა. მისი სიტყვებით, ისრაელის მიერ ესკალაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი უნდა განიხილონ და „ამ აგრესიული პოზიციის პასუხად ისლამური სახელმწიფოების ძალისხმევა გააერთიანონ“.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ სასტიკად დაგმო ისრაელის პრემიერ-მინისტრის გეგმა. ორგანიზაციას ნეთანიაჰუს აღნიშნული განცხადება მიაჩნია „პალესტინელი ხალხის უფლებებზე ახალ თავდასხმად, აგრეთვე გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციების უხეშ დარღვევად“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სამშაბათს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მდინარე იორდანიის დასავლეთ სანაპიროს ანექსირებას განახორციელებს „ისრაელის სუვერენიტეტს იორდანიის ველსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით გავავრცელებ, თუკი თქვენგან, ისრაელის მოქალაქეებისგან, შესაბამის მანდატს მივიღებ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ამ ინფორმაციას არაბულ მედიაზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს