ნინო ბურჯანაძე - ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში სამუდამოდ ვკარგავთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს

„თუ ასეთი გულშემატკივრები არიან საქართველოსი, მაშინ კვიპროსის მოდელით ჯერ ევროკავშირში მიგვიღონ და ნატო-ში მიღება-არმიღებაზე მერე ვილაპარაკოთ. ევროკავშირში გაერთიანება საქართველოსთვის გაცილებით მეტი გარანტიები იქნება როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და ქვეყნის უსაფრთხოების განვითარების თვალსაზრისით, ვიდრე ნატო-ში გაწევრიანება“, - განაცხადა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

მისი განმარტებით, ნატო კარგია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც უკვე არიან მისი წევრები, მაგრამ საქართველოსთვის 2008 წლის შემდეგ ნატო-ში გაერთიანება არის სახელმწიფოებრივად გამანადგურებელი, ვინაიდან ნატო-ში გაერთიანების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება აღარასდროს არ გაიყვანს რუსულ ბაზებს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.

„აფხაზეთში და სამაჩაბლოში დგას რუსული ბაზები. ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე ნატო-ს ბაზების განლაგებას. რას ვაკეთებთ? ჩვენს ერთ პატარა ტერიტორიაზე ორ ურთიერთდაპირისპირებულ სამხედრო ძალის განლაგებას ვაპირებთ?!

გამოსავალი მხოლოდ ერთადერთია - დიალოგი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან. ძალიან კარგი იქნებოდა ეს ვალდებულება პრეზიდენტს აეღო საკუთარ თავზე, ეს მე მხოლოდ გამიხარდებოდა, ძალიან კარგი იქნება, რომ პრემიერმა გახარიამ გაბედოს და გადადგას ქმედითი ნაბიჯი კონფლიქტების დასარეგულირებლად. გახარია ივანიშვილის ქონების დაცვაზე კი ნუ იქნება ორიენტირებული, არამედ იმაზე იყოს ორიენტირებული თუ რა იქნება მისი ქვეყნისთვის აუცილებელი.

მე არ ვიცი გახარია არ თუ არა არის მოსკოვის კაცი, მაგრამ თუ ის დაიწყებს მოსკოვთან მოლაპარაკებას ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მოსკოვის კაცია. სამწუხაროდ, არც გახარიას და არც სხვა რომელიმეს დღევანდელ ხელისუფლებაში არ აქვს არც გამბედაობა და არც რესურსი პირდაპირი დიალოგი დაიწყოს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ერთადერთი ვარ ვისაც შეუძლია შეხვდეს რუსეთის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მათთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს. ხელისუფლებაში ყოფნის და ბერკეტების არსებობის შემთხვევაში მე ნამდვილად შევძლებ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში მნიშვნელოვან გარდატეხას”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება
"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსი კლინიკებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"სილქნეტი" აგრძელებს ოპტიკური ქსელის განვითარებას რეგიონებში - დაფარვის ზონას დაემატა დუშეთი
Fitch-მა ტერაბანკს საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა
სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის კომპანია "არქის" ჯილდო გადაეცა
KTW ჯგუფი გურიაში 14 მილიონზე მეტი ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს