ამირან სალუქვაძე - ქმედებები, რასაც საოკუპაციო ხაზთან ახორციელებენ, ერთ მიზანს ემსახურება - საქართველოს შიდა პოლიტიკაზე მოახდინოს გავლენა

კონფლიქტოლოგის ამირან სალუქვაძის შეფასებით, საოკუპაციო ძალები იმ ქმედებებს, რასაც საოკუპაციო ხაზთან ახორციელებენ, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ მოახდინოს გავლენა საქართველოს შიდა პოლიტიკაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა სალუქვაძემ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას განაპირას, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მეორე საგუშაგოს მშენებლობაზე საუბრისას განუცხადა, რასაც რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში, საოკუპაციო ზოლზე ახორციელებს, არ ემსახურება მხოლოდ ე.წ. საზღვრის გავლებას.

„საჯარო განცხადებების გაკეთებით არ მგონია ეს საკითხები გვარდებოდეს, ამიტომ ხელისუფლების ქმედებებზე, კონკრეტულად რა ნაბიჯებს დგამენ, ალბათ, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გააკეთონ განმარტებები. არ აკეთებენ ალბათ იმის გამო, რომ რთულად მიდის იქ მოლაპარაკება. ვხედავთ ჩვენ რასთან გვაქვს საქმე და რა სიტუაციაა. რასაც რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში, საოკუპაციო ზოლზე ახორციელებს, ეს არ ემსახურება მხოლოდ რაღაც დე ფაქტო ე.წ. საზღვრის გავლებას. ეს ემსახურება საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ზეგავლენას. ეს აშკარაა და ამიტომაა ეს პროცესი ასე დროში გაწელილი, თორემ მაქსიმუმ ერთ წელიწადში დაასრულებდნენ ე.წ. საზღვრის შემოფარგვლას. გააკეთებენ რამდენიმეთვიან პაუზას, გააქტიურდებიან, შემდგომ ჩაასობენ რამდენიმე ბოძს ან რამდენიმე ასეულ მეტრზე გაავლებენ მავრთულხლართს და ჩვენთან იწყება საკმაოდ სერიოზული შიდა დაძაბულობები ამ საკითხის გამო“, - განაცხადა სალუქვაძემ.

კონფლიქტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ დეოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭიროა ერთიანი მიდგომა და პოზიცია.

„დაიწყო სახელმწიფომ რაღაც ნაბიჯების გადადგმა, ჩვენც მოვაწყეთ საგუშაგო, დავინახეთ როგორი დაძაბულობა მოჰყვა ამ ყველაფერს და ნელ-ნელა ასე უნდა გავაგრძელოთ. მე ბევრჯერ მოვმართე პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას, თუმცა, სამწუხაროდ, არ ესმით. ისინი აკეთებენ იმას, რაც სურს რუსეთს. რუსეთს კი სურს ამ გზით ჩვენთან მუდმივი არეულობის და დაძაბულობის შექმნა და ჩვენ ამაში ხელს ვუწყობთ. პოლიტიკურმა ძალებმა, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა დაანახონ, რომ ამ საკითხში, ოკუპანტი ძალის წინააღმდეგ მოქმედებაში, დეოკუპაციის საკითხში ყველანი ვართ ერთიანი“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საგუშაგოების მოწყობას ორ ლოკაციაზე აგრძელებენ. ხაშურის მერის წარმომადგენლის, ვაჟა ლომიძის თქმით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ლოკაციებზე ხის ფარდულები დადგეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა