საქართველოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მედლინ მუნის ოფიციალური ვიზიტი იწყება.

12 სექტემბერს მედლინ მუნი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება, რის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ხვალვე დაგეგმილია შეხვედრა საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, ასევე საპარლამენტო ფრაქციების “ევროპული საქართველოს“, “ნაციონალური მოძრაობის“, “საქართველოს პატრიოტებისა“ და უმრავლესობის წარმომადგენლებთან.

13 სექტემბერს მედლინ მუნი სოფელ დიდ ხურვალეთში ჩავა, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრება.

ვიზიტის ფარგლებში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილსა და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა