გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 12 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 12 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გლდანის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ფეიქართა, ხევძმარის, თემქის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის განზირის (ნაწილობრივ) და იოსებიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და გიორგი კვინიტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, მიხეილ გახოკიძის და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მახათას, სევანის, მთავარანგელოზის, დმანისის, დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ბადიაურის, იორის, სამასი არაგველის, ჯორჯაძის, ფაღავას, ბოროდინის, სართიჭალის, იზაშვილის, ხერხეულიძის, ბოდბეს და ლუსინიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების VI ქუჩის, 17 შინდისელი გმირის და შანდორ პეტეფის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს