ხათუნა თოთლაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, კაუპო კანდისთან შეხვედრა გამართა.

როგორც უწყებიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, შეხვედრის დროს კაუოპო კანდიმ მინისტრის მოადგილეს გააცნო ოფისის მიერ განხორციელებული საქმიანობა, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოფისის ხელმძღვანელს დაუდასტურა, რომ საქართველო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გამყარებულია სხვადასხვა სფეროს მარეგულირებელი ხელშეკრულებებით. მათ საფუძველზე საქართველოში ფუნქციონირებს სასამართლოს ოფისი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა