სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა ახალი ნაკადისთვის საორიენტაციო შეხვედრას გამართავს

2019 წლის 12 სექტემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტთა ახალი ნაკადისთვის საორიენტაციო შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სტუდენტებთან შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ შენობაში გაიმართება, რომელიც აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიებითა და სტუდენტური სივრცეებით.

ორიენტაციის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ამერიკული უნივერსიტეტის სწავლების მეთოდებს, აკადემიურ პროცესს, წესებს და რეგულაციებს. აგრეთვე, დაათვალიერონ სასწავლო ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ თანაკურსელებს და მონაწილეობა მიიღონ სპეციალურად მათთვის შედგენილ სახალისო აქტივობებში.

წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 137 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის არიან საერთაშორისო სტუდენტები სამი სხვადასხვა ქვეყნიდან (თურქეთი, გერმანია, აზერბაიჯანი). ამასთან, უნივერსიტეტში ისწავლიან გაცვლითი სტუდენტები აშშ-დან. ამერიკული უნივერსიტეტი სტუდენტების ოფიციალური მიღების ცერემონიას 16 სექტემბერს გამართავს.

„უკვე მეორე წელია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტთა საორიენტაციო შეხვედრის ფარგლებში აღნიშნავს სან დიეგოს დღეს საქართველოში. ღონისძიებას დაესწრებიან ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისტეტის დეკანი ჰალილ გუვენი.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიაში. SDSU, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს