გერმანიაში ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა

ჩრდილოეთ გერმანიაში პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა 16 ობიექტში ჩაატარეს.

დღევანდელი სპეცოპერაციის მიზანი იყო ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთა. კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები არალეგალურად რიცხავდნენ დიდი ოდენობით თანხმებს საზღვარგარეთ, კონკრეტულად კი სირიაში. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული თანხმები ხმარდებოდა, მათ შორის, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსებას.

გამოცემის ინფორმაციით, ფულადი გზავნილები განხორციელდა 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივლისამდე პერიოდში. ამ დრომდე დგინდება, ვინ იყო ფულის წყარო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა