რუსთავში ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრა გაიმართა, რომლებიც ირანიდან საქართველომდე ფეხით ჩამოვიდნენ

რუსთავში, ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის’’ ოფისში ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამი ფერეიდნელი ქართველი - შაჰრამ ონიკაძე, ომის (ამირან) გოგონანი და ისმაილ რაჰიმი ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, მათ სიმბოლურად, წინაპრების ისტორიული გზა გაიმეორეს და საქართველოში ჩამოსასვლელად, 1400 კილომეტრი ფეხით იარეს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ–ერთ რეგიონში მცხოვრები ქართველების წინაპრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: ერწო-თიანეთიდან, კახეთ-ქიზიყისა და დღევანდელი საინგილოს ტერიტორიიდან, დაახლოებით ოთხასი წლის წინ გადაასახლეს. ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველებმა დღემდე შეინარჩუნეს ქართული ენა და ადათ-წესები. ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრები, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს