საფრანგეთის მინისტრებს წერილებით სიკვდილით დაემუქრნენ

საფრანგეთის ორმა მინისტრმა მუქარის წერილები მიიღეს, რომლებშიც რევოლვერის ტყვიები იყო მოთავსებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათი ინფორმაციით, მუქარის წერილები მიღეს საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრიუნო ლე მერმა და სახელმწიფო ფინანსების მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა.

წერილები იმ მისამართზე გაიგზავნა, სადაც შესაბამისი სამინისტროები მდებარეობს.

წერილები ხელით არის დაწერილი და სიკვდილის შესახებ მუქარებს შეიცავს.

ცნობისთვის, ლე მერმა ერთხელ უკვე მიიღო მუქარის ორი წერილი აგვისტოში, ვიდრე საფრანგეთში „დიდი შვიდიანის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართებოდა. დარმანენს კი ერთხელ 2018 წელს უკვე დაემუქრნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს