მოლდოვამ რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარების გაყვანა კატეგორიულად მოსთხოვა

მოლდოვამ რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარის გაყვანა კატეგორიულად მოსთხოვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლაი პოპესკუმ რუს კოლეგა სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ჯარის გაყვანას და ეს საკითხი მოლდოვასთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება.

„რუსი სამხედროების ყოფნა მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ ნეიტრალიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა პოპესკუმ მოსკოვში სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო რუსეთის შეიარაღების საკითხს, რომელიც დასახლებულ პუნქტ კოლბასნაში სამხედრო საწყობებში ინახება და აღნიშნა, რომ „ეს საბრძოლო მასალები მუდმივ საფრთხეს უქმნის მოლდოვას რესპუბლიკის და მთლიანად, რეგიონის მცხოვრებლებს.

ის მიესალმება რუსეთის მზადყოფნას, განახლდეს კიშინიოვთან დიალოგი აღნიშნული საბრძოლო მასალების გატანისა და უტილიზაციის შესახებ.

იხილეთ ვიდეო: მოლდოვამ რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარების გაყვანა კატეგორიულად მოსთხოვა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა