გიგი წერეთელი სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი დღეს საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს შეხვედრის ძირითადი თემა იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და სომხეთს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის საკითხები. მათივე ცნობით კონკრეტულად, საუბარი შეეხო ყარაბახთან დაკავშირებულ საკითხებს და ეუთოს ჩართულობას ამ პროცესებში.

გიგი წერეთლის თქმით, „არსებობს ეუთოსი მინსკის ჯგუფი, რომელიც ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობს და ჩვენც ვეხმარებით ამ პროცესს, თუმცა ბუნებრივია, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების საფუძვლები და გასაღებიც არის თვითონ ქვეყნებში. აქ უნდა იყოს პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ მოხდეს მოგვარება, მოხდეს შერიგება და არ იყოს ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, რომელიც რეგიონში ამჟამად არის“.

გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ის არსებული კონფლიქტები, რომელიც რეგიონში არსებობს, ეს ეხება რუსეთ-საქართველოს თუ ყარაბახის კონფლიქტს, მთლიანად რეგიონალური განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორებია, ამიტომ მთავრი ამოცანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ამ კონფლიქტების მოგვარებისთვის და ამ გზას ხელისშეწყობა ჭირდება, რაშიც ეუთო აქტიურად არის ჩართული.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის, როგორც პარტნიორი ქვეყნებისა და მეგობარი ერების ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას კულტურული და ეკონომიური მიმართულებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა