იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, კანდიდატების შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას შეისწავლის.

სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იქნებიან: საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებიდან ანრი ოხანაშვილი, ზაზა გაბუნია, რატი იონათამიშვილი, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ზოიძე;

"პატრიოტთა ალიანსიდან" გელა მიქაძე, დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით კი ლევან გოგიჩაიშვილი.

ჯგუფის წევრობის შეთავაზება, 1 კვოტით, მიღებული აქვს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობასაც", თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას.

რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", ისინი სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფის წევრები იქნებიან თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ჯონი ხეცურიანი და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. ჯგუფის მუშაობაში, ასევე , ჩაერთვება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში იქნება.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი არ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების არც ერთი წევრი

კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფს მუშაობისთვის განესაზღვრა 10 დღე. იურიდიული კომიტეტის ფარგლებში მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოსმენა და საჯარო განხილვები დაიწყება 23 სექტემბერს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა