ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად 2500-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება

ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად, რომელიც ბაჰამის კუნძულებს დაატყდა თავს, 2500-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ბაჰამის კუნძულების საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარლ სმითმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის დამუშავება. დაკარგულთა სია ჯერ არ შედარებულა ხელისუფლების მიერ ევაკუირებულთა სიასთან.

ქარიშხალი დორიანი ბაჰამის კუნძულებს 1 სექტემბერს დაატყდა თავს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად, გარდაცვლილია 50 ადამიანი. კუნძულებზე დანგრეულია 13 ათასამდე ნაგებობა, დატბორილია ტერიტორიები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან