პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც თავად ჭოლაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, დღეს მას პრემიერის აპარატის უფროსის რანგში ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა.

„ყველა ვერ ესწრებოდა დღევანდელ (ბოლო) დილის შეკრებას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. წარმატებები“, – წერს გიორგი ჭოლაძე სოციალურ ქსელში.

აპარატის უფროსის უფლებამოსილება გიორგი ჭოლაძეს მას შემდეგ შეუწყდა, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია დამტკიცდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის ამ თანამდებობაზე მუშაობას აღარ გააგრძელებს.

გიორგი ჭოლაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობისას დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა პირველად სწორედ ბახტაძის პრემიერობის პერიოდში შეიქმნა. მანამდე საქართველოს არც ერთ პრემიერ-მინისტრს აპარატის უფროსი არ ჰყოლია.

მანამდე გიორგი ჭოლაძე მამუკა ბახტაძესთან ერთად მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზაში. კერძოდ, ის ფინანსთა სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის აპატარის უფროსის თანამდებობას იკავებდა, 2015-2017 წლებში კი „საქართველოს რკინიგზის" დირექტორის მრჩეველი იყო.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა