საინფორმაციო ცენტრში „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება

საინფორმაციო ცენტრში „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (სგა) პრეზენტაცია გაიმართება. ცენტრის ინფორმაციით, ასოციაციის არსებობა მნიშვნელოვანია ქართველი ფსიქოთერაპევტების საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის.

პრეზენტაციაზე საუბარი იქნება ევროპულ სტანდარტებზე, რომელიც ფსიქოთერაპიაში, კერძოდ - გეშტალტთერაპიის სფეროში საქართველოს მასშტაბით დაინერგება. გეშტალტთერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის მიზანიც პიროვნების გამთლიანებაა. მისი ფუძემდებელი გერმანელი მეცნიერი ფრიც პერლზი გახლავთ. თერაპიის მთავარი მიზანი საკუთარი თავის შეცნობა ანუ თვითშემეცნებაა.

პრეზენტაცია 16:00 საათზე გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა