ჯეიმს აპატურაი - ვნახე აზრთა გაცვლა-გამოცვლა ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე, ორ რეგიონთან დაკავშირებით - ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს

მე ვნახე აზრთა გაცვლა-გამოცვლა ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გავრცელების გარეშე ორ რეგიონთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი წერს.

„მე ვერ ვხედავ ნატოში იმის სურვილს, რომ ეს მოხდეს, არც იმის მჯერა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ამ იდეის დროულობას უზრუნველყოფს. საქართველოს წარმომადგენლობა ნატოში აქტიურად ხელს უწყობს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში, მკაფიო და კონკრეტული იდეებით. ეს არის სწორი მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულად. მალე ჩრდილოატლანტიკური საბჭო იქნება საქართველოში, რათა განვიხილოთ, თუ როგორ გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის როგორ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, რაც ეხმარება მას წევრობისთვის მომზადებაში“, - განაცხადა აპატურაიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია