უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის გეგმას, რომელიც მიგრანტებს აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობას უზღუდავს

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მიგრანტების შესაძლებლობას, თავშესაფარი აშშ-ში მოითხოვონ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი წესის თანახმად, იმ ადამიანებმა, რომლებიც აშშ-ში მესამე ქვეყნის გავლით შედიან, თავშესაფარი სწორედ იმ მესამე ქვეყანაში უნდა მოითხოვონ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიგრანტს მესამე ქვეყანა თავშესაფარზე უარს ეტყვის, ან ის ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლია, თავშესაფრის მოთხოვნით შეუძლია აშშ-ს მიმართოს.

ცენტრალური ამერიკიდან მომავალი მიგრანტები აშშ-ის საზღვრამდე მექსიკის გავლით აღწევენ. „ბიბისის“ განმარტებით, ცვლილება ნიშნავს იმას, რომ მიგრანტებს ჰონდურასიდან, ნიკარაგუადან და ელ სალვადორიდან მოუწევთ, რომ თავშესაფარი არა აშშ-ში, არამედ მექსიკაში ითხოვონ. თუმცა ცვლილება არა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებსაც შეეხება.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას “შეერთებული შტატების საკონსტიტუციო სასამართლოს დიდი გამარჯვება უწოდა.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა