ირაკლი მექვაბიშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს

გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.

კომიტეტსა და შემდეგ უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში საგაზაფხულო სესიაზე - ივნისში უნდა განეხილათ, თუმცა განხილვა საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, ჩატარებული ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 66 მლნ ლარი შეადგინა.

2018 წელს აუდიტის სამსახურმა 25 ფინანსური და 53 შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რაც მთლიანი განხორციელებული აუდიტორული საქმიანობის 87%-ს შეადგენს. აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ კი, 66 მლნ ლარი შეადგინა.

“აღნიშნული დარღვევები ძირითადად წარმოადგენს საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს და არ მოიცავს აღრიცხვა­-ანგარიშგების მიმართულებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს. აუდიტის სამსახურმა გააანალიზა გასული წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების მიგნებები და გამოკვეთა ისეთი სისტემური ხასიათის დარღვევები, რომლებიც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

უფრო კონკრეტულად, ანგარიშის მიხედვით, 21 მლნ ლარის დარღვევაა გამოვლენილი შესყიდვების მართვაში, რაც გულისხმობს შემდეგ დარღვევებს: მომწოდებლისათვის საჯარიმო სანქციის ან პირგასამტეხლოს დაუკისრებლობა; მომწოდებლის მიერ საჯარიმო სანქციის ან პირგასამტეხლოს გადაუხდელობა; დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული სამუშაოები; მომწოდებლის მიერ შეუსრულებელი ან ნაწილობრივ დასრულებული სამუშაოები; სატენდერო დოკუმენტაციაში შემზღუდავი პირობების არსებობის შედეგად არაეკონომიურად გახარჯული თანხები.

20,2 მლნ ლარის დარღვევა გამოვლინდა აქტივების მართვის მიმართულებით, სადაც მოიაზრება: იჯარით გაცემულ სახელმწიფო ქონებაზე გადაუხდელი საიჯარო ქირა; ბუნებრივი რესურსების სარგებლობიდან ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები; სახელმწიფო ქონების პრივატიზება საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად; საიჯარო ქირის გარეშე სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონება.

24,4 მლნ ლარის დარღვევა კი, საბიუჯეტო რესურსების მართვას უაკვშირდება, სადაც იგულისხმება: გამოუყენებელი მარაგები; ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე საბაზრო ღირებულებაზე მეტი ოდენობით თანხების ანაზღაურება; შესყიდული საქონლის/მომსახურების გამოუყენებლობა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა