მარიამ ქვრივიშვილი ამერიკული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც აშშ-ში მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებაზე იმყოფება.

მისი თქმით, ამერიკელი ტურისტები მთელ მსოფლიოში მაღალი მხარჯველობით გამოირჩევიან.

„ჩვენ გვაქვს მომზადებული კვლევა, რომელსაც ამერიკულ ავიაკომპანიებთან შეხვედრაზე წარვადგენთ და კვლევაზე დაყრდნობით მათ ვაჩვენებთ, თუ რამხელა ტურისტული პოტენციალი არსებობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ავიარეისების არსებობისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, მარიამ ქვრივიშვილი იმ დელეგაციის წევრია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიების Delta Air Lines-ისა და United-ის წარმომადგენლებს საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.

შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით მიმდინარე მარკეტინგული კამპანიების შესახებ ისაუბრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა