რუსეთის 29 ქალაქში ალექსეი ნავალნის ორგანიზაციებში ჩხრეკა მიმდინარეობს

რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შტაბებსა და მის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისებში, ასევე ამ ორგანიზაციების თანამშრომლების ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ნავალნის ორგანიზაციების გარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „გოლოსის“ აქტივისტების ბინებსაც ჩხრეკენ, საუბარია დაახლოებით 100 მისამართზე. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ნავალნის შტაბის უფროსმა ლეონიდ ვოლკოვმა და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფის „აგორას“ ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა განაცხადეს.

3 აგვისტოს, რუსეთის ხელისუფლებამ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ წინააღმდეგ მილიარდი რუბლის გათეთრების თაობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ნავალნის შტაბის უფროსი ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს, რომ ჩხრეკა ოფიციალურად სწორედ ამ საქმესთან არის დაკავშირებული.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ პრესმდივანი კირა იარმიში „ტვიტერში“ წერს, რომ ჩხრეკა არის დარტყმა ორგანიზაციაზე და დაკავშირებულია „ჭკვიანი ხმის მიცემის“ ტაქტიკის წარმატებასთან კვირას გამართულ არჩევნებზე.

ლეონიდ ვოლკოვი ადრე წერდა, რომ მილიარდი რუბლის გათეთრების საქმე მთლიანად პოლიტიკურია. ხელისუფლებას სურს, 3 წლის მანძილზე, ნავალნის ორგანიზაციის მიერ მიღებულ შემოწირულებას დაარქვას ფულის გათეთრება და ნავალნის ორგანიზაციის რეგიონულ ფილიალებს დაფინანსების წყარო მოუსპოს.

ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო