გიგი წერეთელი - როგორც ჩანს, ეს არ იყო მითი, რომ ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დანიშვნას გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდა

მიამიტი უნდა იყო, არ გესმოდეს, რომ ამერიკაში და მით უმეტეს ამერიკის ხელისუფლებაში ყველა ინფორმაცია არსებობს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ამ განცხადებით, ის გამოეხმაურა დენიელ ფრიდის განცხადებას „ქართული ოცნების“ მიერ აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დაბლოკვის შესახებ.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ეს არ იყო მითი, რომ გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდა მის დანიშვნას.

„ყველაფერი არის ზედაპირზე, რა დიდი ჩაძიება სჭირდება იმას, მაგალითად 20 ივნისს რა მოხდა, ან რა ტიპის მმართველობაა და ა. შ. ამიტომაც კეთდება ასეთი გაფრთხილებები მეგობრებისგან.

რაც შეეხება ბრიჯიტ ბრინკს, ის ძალიან გამოცდილი დიპლომატია, ეს კარგად ვიცით. მინდა გითხრათ, ის მაშინდელი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკულიც იყო, როცა ეს კრიტიკა იყო საჭირო.

როცა ელჩი ინიშნება, რა თქმა უნდა, არსებობს ქვეყანასთან შეთანხმება და უნდა იყოს გარკვეული თანხვედრა, რაც როგორც ჩანს არ იყო. ეს ძალიან ცუდია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან კარგი ელჩი ინიშნება საქართველოში, ძალიან გამოცდილი. თუმცა, ეს მანამდე ხდებოდა, ამიტომ ვსაუბრობთ ქალბატონ ბრიჯიტზე“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დენიელ ფრიდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“ - ის საქართველოს მხარეს დგას.

„ქართულ ოცნებაში“ ბევრს ჰგონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს, ამიტომაც მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში აშშ-ს ელჩად რომ ჩამოსულიყო - ეს იყო შეცდომა“, - განაცხადა დენიელ ფრიდმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო