ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაზე შეფასებებს მას შემდეგ გააკეთებს, რაც მათი გეგმები გახდება ცნობილი

ჯერ არანაირი პარტიული იდეოლოგია, პარტიული ხედვა, საზოგადოებისთვის შეთავაზება, ვინ რას აპირებს, არ მოგვისმენია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ოხანაშვილის თქმით, შეფასებებს მას შემდეგ გააკეთებს, რაც მოძრაობის გეგმები გახდება ცნობილი.

„თუკი გაჟღერდება და გვეცოდინება, რას აპირებენ, რა ღირებულებებს, რა ხედვას სთავაზობენ, რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ ჩვენი საზოგადოებისთვის, ამის შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს