მიხეილ კალანდიას ადვოკატი - ზაზა სარალიძის პასუხები მაინტერესებს პოლიტიკურ აქციებთან, პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით

ზაზა სარალიძის პასუხები მაინტერესებს პოლიტიკურ აქციებთან, პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დაზარალებულის სტატუსით დასაკითხ ზაზა სარალიძესთან მას ბევრი კითხვა აქვს.

„ბატონი ზაზა სარალიძე ამ საქმეში დაზარალებულია და მისთვის არავის დაუსვამს ისეთი კითხვები, რომელიც დაცვის მხარეს აქვს. ეს საქმე არის ზედმეტად პოლიტიზირებული, მე მისი პასუხები მაინტერესებს პოლიტიკურ აქციებთან, პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით. ზაზა სარალიძე მუდმივად აკეთებდა განცხადებებს, რომ ხელისუფლება უნდა დაემხოს, ეს გადადგეს, ის უნდა გადადგესო, რუსთაველის პროსპექტი გადაკეტა. მაჩალიკაშვილთან კავშირში რატომ არის? უამრავი კითხვა მაქვს.

ზაზა სარალიძე ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ გამოძიება, რომელიც ჩაატარა კუპრავამ, ლეგიტიმური და ჭეშმარიტია, ასევე ის მასალებიც. საქმე ეხება მის პირველ და მეორე ჩვენებებს, მის დამოკიდებულებას პროკურორებისა და გამოძიებისადმი. სარალიძის განცხადება ასეთია, რომ მიხეილ კალანდიამ ორგანიზება გაუკეთა დამნაშავეთა ჯგუფს, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ, დანებით, შტირებით და ა.შ. და განზრახული ჰქონდათ ორი, ან ორზე მეტი ადამიანის მკვლელობა. ის ბრალი, რასაც ახლა კალანდიას ედავებიან, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია", -აცხადებს თოდუა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა