ანრი ოხანაშვილი - უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის სრულად დაკომპლექტება თვითმიზანი არ არის - ეს პარლამენტში წარმოდგენილ კანდიდატებზეა დამოკიდებული

უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის სრულად დაკომპლექტება ჩვენი თვითმიზანი არ არის - ეს პარლამენტში წარმოდგენილ კანდიდატებზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განმარტა, რომ საკომიტეტო მოსმენის დროს, პირდაპირ ეთერში, კანდიდატებთან ყველა კითხვა დაისმევა და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, პროცესს პირდაპირი ეთერის მეშვეობით ადევნოს თვალი.

“თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იქნებიან კომპეტენტური, კეთილსინდისიერი და ჩვენ მონიტორიგნის პროცესში - პირდაპირ ეთერში, საზოგადოების ჩართულობით დავრწმუნდებით, რომ ისინი კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების თვალსაზრისით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მაღალ სტატუსს სრულად შეესაბამებიან, ამ შემთხვევაში ვიმსჯელებთ, სრულად დაკომპლექტდეს თუ არა უზენაესი სასამართლო, თუმცა ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის! ეს დამოკიდებულია თითოეულ წარმოდგენილ კანდიდატზე, ვინ როგორ წამოაჩენს თავს. ჩვენი ამოცანაა პასუხი ყველა კითხვაზე მივიღოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატების განხილვისა და მათთან გასაუბრების პროცესი იწყება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 20-კაციანი სია და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია პარლამენტს გასულ კვირას გადაუგზავნა. გუშინ კი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.

სამუშაო ჯგუფისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრა. 10 დღის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან ინდივიდუალურად გასაუბრების პროცესი დაიწყება.

დეპუტატრ ანრი ოხანაშვილის ცნობით, კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაცია კომიტეტის ყველა წევრს უკვე გადაეგზავნა და დღესვე, პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით გასაჯაროვდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს