მამუკა ხაზარაძე - რატომ ვართ 30 წლის განმავლობაში ერთი წრის გარშემო? საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, კარგავს ინვესტიციებს, კარგავს თავის ხალხს, რომელიც გადის ქვეყნიდან

ჩვენ ვდგავართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის. სწორედ აქედან ერთხელ და სამუდამოდ, განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი, ვექტორი დასავლეთისკენ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქართველომ ბევრი რამ დაკარგა ამ ხნის განმავლობაში, დაკარგა ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს, რაც ყველაზე მთავარია, კარგავს თავის ხალხს, რომელიც გადის ქვეყნიდან.

„ჩვენ ვდგევართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის. სწორედ აქედან ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი, ვექტორი დასავლეთისკენ. ვინ ვართ ჩვენ? რატომ შევიკრიბეთ დღეს აქ? - ჩვენ ვართ ადამიანები, სხვადასხვა სფეროდან, პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ძალიან წარმატებით ვუძღვებოდით და ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვკრიბა აქ აბსოლუტურად სხვა რეალობამ. იმიტომ, რომ საქართველო დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებიც ცალ-ცალკე, სხვადასხვა სფეროში თქვენნაირად შექნეს წარმატების ისტორიები. ეს არის უმნიშვნელოვანესი. სად აღმოვჩნდით დღეს? რატომ ვართ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთი წრის გარშემო? რატომ ვართ მოჯადოებულ წრეში? საქართველომ ბევრი რამ დაკარგა ამ ხნის განმავლობაში, დაკარგა ტერიტორიები, ვერ გაიმაჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს, რაც ყველაზე მთავარია, კარგავს თავის ხალხს, ხალხი, რომელიც გადის ქვეყნიდან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2020
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი - ყველას შევახსენებდი, რომ საქმე პოლიტიკური პროცესის მთლიანობას ეხება, სწორედ ეს დევს სასწორზე
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)