ზურაბ მელიქიშვილი ანაკლიის პორტზე - ის, რაც უნდა ყოფილიყო საქართველოსთვის ახალი სუნთქვა, „ქართულმა ოცნებამ“ რუსულ ინტერესებში გაცვალა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან ანაკლიის პორტზე და „თიბისი ბანკის“ მფლობელებზე ზეწოლა რუსეთში ტამანის პორტის მშენებლობას უკავშირდება და ამრიგად, „ქართული ოცნება“ საკუთარ ქვეყანას ღალატობს.

აღნიშნული მოსაზრება ზურაბ მელიქიშვილმა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩატარებულ ბრიფინგზე ვიდეომასალასთან ერთად წარმოადგინა.

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ყველაფერს აკეთებენ, რადგან შესუსტდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მისი ეკონომიკა და საქართველო იყოს დამოკიდებული მის ჩრდილოელ მეზობელზე. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ნაბიჯი იდგმება მათი მხრიდან, რომელიც უშუალოდ რუსული დოქტრინის შესაბამისობაშია და ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს, მუდმივად ხელისუფება აპელირებს იმაზე, რომ ოპოზიციას უბრალოდ ახირება აქვს, როდესაც ვსაუბრობთ ღალატზე. მინდა წარმოგიდგინოთ ფაქტი, რომელიც არის ღალატის პირდაპირი დადასტურება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

მისი განმარტებით, ტამანის პორტის ერთადერთი კონკურენტი და პირდაპირი ალტერნატივა იქნებოდა ანაკლიის პორტი, ამიტომ, ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნებისმიერი გზით ანაკლიის პორტის მშენებლობა გაჩერდეს.

„ის, რაც უნდა ყოფილიყო საქართველოსთვის ახალი სუნთქვა, „ქართულმა ოცნებამ“ გაცვალა რუსულ ინტერესებში. დღეს პროექტი, რომელიც უნდა ყოფილიყო საქართველოს ერთგვარი გადარჩენა არის დაპაუზებული, ხოლო პროექტი, რომლის გამოც გააჩერეს ანაკლიის პორტი, რუსეთის იურისდიქციაში ხორციელდება და ისინი იმ მილიარდებს, რომელიც საქართველოში უნდა შემოდინებულიყო მიიღებენ თავად,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა