მამუკა ხაზარაძე - შეიძლება, მადლობაც კი ვუთხრა იმ შემოტევების გამო ყველა ჩინოვნიკს და პოლიტიკოსს, რომელთაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს

შეიძლება, მადლობაც კი ვუთხრა იმ შემოტევების გამო ყველა იმ ჩინოვნიკს, იმ პოლიტიკოსს, რომელთაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე, ანაკლიაში განაცხადა.

მისი თქმით, მას სურს, იღვაწოს და საქმე გააკეთოს ყველასთვის, გამარჯვება კი იქნება, როდესაც საქართველოში ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას.

„შეიძლება, მადლობაც კი ვუთხრა იმ შემოტევების გამო ყველა იმ ჩინოვნიკს, იმ პოლიტიკოსს, რომელთაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს. რადგან მე გავახილე თვალები და ვთქვი, რომ მე ასე ვერ გავაგრძელებ. ეს აღარ მეხება მე, ეს ეხება უკვე თითოეულ ჩვენგანს და მე აღარ მინდა, ამ ნაპირის მხარეს ვიდგე, აღარ მინდა, მერქვას ბიზნესმენი, რომელმაც ეს თქვენთან ერთად დიდი შრომის შედეგად განახორციელა. მე ახლა მინდა, რომ ვიღვაწო და საქმე გავაკეთო ყველასთვის, გამოცდილება, თუ როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, გამოვიყენოთ. რაც ყველაზე მთავარია, შეიქმნას ნიადაგი, რომ ეს ნიჭიერი ქართველები, ნიჭიერი ხალხი, რომელიც მიმოფანტულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მივცეთ მათ დაბრუნების საშუალება. ჩვენი გამარჯვება იქნება, როცა ჩვენი ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას და ეს იქნება პირველი ნიშანი, რომ საქართველოში ქართველები უნდა დაბრუნდნენ. წასული ადამიანები უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა