ირაკლი აბესაძე -  იუსტიციის საბჭოს მსგავსად, პარლამენტში პროცედურა მიკერძოებული იქნება, მოსამართლეობის იმ კანდიდატების გასაყვანად, რომლებზეც გადაწყვეტილება  მიღებულია

მაშინ, როცა ეუთო-ს შეფასებით, იუსტიციის საბჭოში პროცედურა წარიმართა ბუნდოვნად, მიკერძოებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შექმნილიყო ექსპერტების, არასამთავრობოების მონაწილეობით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა ფორმალური ხასიათია იქნება, ამიტომ "ევროპული საქართველო" ამ პროცესში არ ჩაერთვება.

„იურიდიულმა კომიტეტმა გააგრძელა ფორმალური ხასიათის პროცედურები ისევე, როგორც საბჭოში იყო და სამუშაო ჯგუფის მანდატად განსაზღვრა მხოლოდ და მხოლოდ კანდიდატების დაბადების მოწმობების, შრომის წიგნაკების და დიპლომის გადამოწმება, რაც ძალიან ტექნიკური სამუშაოა და ამისთვის ექსპერტების მოწვევა საჭირო არ არის, მათ უარი უთხრეს არასამთავრობო სექტორს წარმომადგენლის ჩართვაზე, მხოლოდ და მხოლოდ ფასადური პროცედურებისთვის ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. ნათელია, რომ იუსტიციის საბჭოს მსგავსად, პროცედურა იქნება უკიდურესად მიკერძოებული და ნაკლებ გამჭვირვალე იმ კანდიდატების გასაყვანად, რომლებზეც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, საბოლოოდ პულტზე ხელის მიჭერისას ისინი იხელმძღვანელებენ საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციებით და დავალებებით, რომელიც მოუვათ ტელეფონში საკუთარ ჩათში.

პარლამენტში უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატების განხილვისა და მათთან გასაუბრების პროცესი იწყება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 20-კაციანი სია და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია პარლამენტს გასულ კვირას გადაუგზავნა. გუშინ კი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.

სამუშაო ჯგუფისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრა. 10 დღის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან ინდივიდუალურად გასაუბრების პროცესი დაიწყება.

დეპუტატრ ანრი ოხანაშვილის ცნობით, კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაცია კომიტეტის ყველა წევრს უკვე გადაეგზავნა და დღესვე, პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით გასაჯაროვდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა