მამუკა ხაზარაძე - ცარიელი ხელებით, ჩვენი გულით, ჩვენი მეგობრების გვერდში დგომით, ამ საქმეს ბოლომდე გავიყვანთ და მოვიგებთ

ცარიელი ხელებით, ჩვენი გულით, ჩვენი შემართებით, ჩვენი მეგობრების გვერდში დგომით, ჩვენ ამ საქმეს გავიყვანთ ბოლომდე და მოვიგებთ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მიუხედავად ყადაღისა, რომელიც მისი და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებს ადევს, მიზნები, რომელიც მოძრაობამ დაისახა, განხორციელდება.

„ჩვენი მოძრაობა მიმართულია ხვალინდელი დღის პერსპექტივაზე, საკითხების გადაწყვეტაზე და ვერანაირი წინააღმდეგობა ჩემს მიმართ თუ მოძრაობის მიმართ ვერ შეუშლის ხელს იმ მიზნების განხორციელებას, რომელიც ჩვენ დავისახეთ და რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. ჩემი და ბადრის ანგარიშები ამ ხელისუფლების მიერ ძალიან მდაბიო ნაბიჯით არის დაყადაღებული. ჩვენი ანგარიშები არის გაყინული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ცარიელი ხელებით, ჩვენი გულით, ჩვენი შემართებით, ჩვენი მეგობრების გვერდში დგომით, ჩვენ ამ საქმეს გავიყვანთ ბოლომდე და მოვიგებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს