უკრაინის ელჩი საქართველოში - ორი ქვეყნის პირველი პირების ორმხრივი ვიზიტები იგეგმება, მინისტრებს სისტემატიური კონტაქტი აქვთ

საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ვიზიტები იგეგმება, ხოლო მინისტრთა კაბინეტის წევრებს ერთმანეთთან სისტემატიური კონტაქტები აქვთ.

„საქართველოს ახალ მთავრობას ცოტა დრო სჭირდება პრემიერის ვიზიტის მოსამზადებლად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის ვარშავაში და ისინი შეთანხმდნენ ორმხრივ ვიზიტებზე დედაქალაქებში. იგივე შეეხება მთავრობის მეთაურების ვიზიტსაც და იმედი გვაქვს, რომ გააქტიურდება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაც, როგორც ეს ადრე იყო. ურთიერთობაზე მხოლოდ პირველი პირების ვიზიტები არ მეტყველებს. საქართველოს და უკრაინის მთავრობის წევრებს სისტემატიური კონტაქტი აქვთ ერთმანეთთან. საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინაც ელაპარაკნენ ერთმანეთს ტელეფონით. სხვა მინისტრბსაც ხშირი კონტაქტი აქვთ“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა