„პატრიოტთა ალიანსი“ დევიდ კრამერის „პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების მოთხოვნით საგარეო უწყებასთან აქციას მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დევიდ კრამერის „პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით ტარდება. მათი განცხადებით, აქცია გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებს, 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან ხალხმრავალი აქციის გამართვა იგეგმება.

„ჩვენ ვითხოვთ კრამერის „პერსონანა ნონ გრატად" გამოცხადებას, ვინაიდან მისი არაეთიკური საქციელი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის მიმართ ვერანაირ ჩარჩოებში ვერ ეტევა. ნებისმიერი თავმოყვარე, ნორმალური ქვეყანა ბუნებრივია ამას მისცემდა შეფასებებს და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ვდგავართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ვითხოვთ ჩვენი ქვეყნის პირველი დიპლომატისაგან შესაბამის შეფასებას," - განაცხადა აქციის მონაწილემ ბეჟან გუნავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 10 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, "Now What?" ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ინაშვილს ღონისძიების ორგანიზატორები, მათ შორის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრემერი მოუწოდებდა დარბაზი დაეტოვებინა, თუმცა ინაშვილი მათ არ დაემორჩილა და ღონისძიებას დაესწრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა