კახა კოჟორიძე მოძრაობა „ლელოზე“ - ჩვენ გვჭირდება რევოლუციური ცვლილებები, ამას სჭირდება მასშტაბური გაერთიანებები და სწორედ ეს არის ამ მოძრაობასთან შემოერთების მოტივაცია

ჩვენ გვჭირდება არამარტო ცვლილებები, არამედ, ჩვენ გვჭირდება რევოლუციური ცვლილებები, - ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ ანაკლიაში მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კოჟორიძის თქმით, აღნიშნული მოძრაობა არ იბრძვის კონკრეტული პარტიებისა და ადამიანების წინააღმდეგ, არამედ იბრძვის საქართველოს მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემების წინააღმდეგ.

„ჩემი მთავარი მოტივაცია არის უკეთეს საქართველოში ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე ჩემი პროფესიის, ცხოვრების და კარიერის განმავლობაში, მე ვხედავ იმას, რომ მთლიანობაში ეს ჩემი წარმატება არ არის საკმარისი იმისთვის, რათა ჩვენ ვიცხოვროთ ძლიერ და წარმატებულ ქვეყანაში.

ჩვენ გვჭირდება არამარტო ცვლილებები არამედ, ჩვენ გვჭირდება რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციურ მასშტაბურ ცვლილებებს სჭირდება მასშტაბური გაერთიანებები და სწორედ ეს არის ამ მოძრაობასთან შემოერთების გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია. ჩვენ არ ვებრძვით კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენ არ ვებრძვით კონკრეტულ პარტიებს. ჩვენ ვებრძვით საქართველოს მოქალაქეების წინაშე არსებულ პრობლემებს“, - განაცხადა კოჟორიძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს