ირაკლი მექვაბიშვილი - გასულ წელს აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავ სტრუქტურებში 33 ანგარიში გადააგზავნა, საიდანაც 26  მუნიციპალიტეტებს ეხებოდა

გასული წლის შედეგებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გადააგზავნა 33 ანგარიში სამართალდამცავ სტრუქტურებში, აქედან 26 ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ეხებოდა, -ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ყველა საკითხზე, სადაც მათ დანაშაულის ნიშნები დაინახეს , აღძრულია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე.

ამასთან, მექვაბიშვილის განცხადებით, შემოწმების პროცესი დასრულების ეტაპზეა.

„ფინანსური აუდიტი შეეხება ყველა უწყებას, ყველა სამინისტროს და ეს სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა. ეფექტიანობის კუთხით ჩვენ მიდგომას ვაგრძელებთ, იქნება საკმაოდ საინტერესო თემები, განათლების, ჯანდაცვის სექტორის მიმართულებით, მცირე და საშუალო პროგრამის შესწავლა იქნება, იქნება შშმ პირებისთვის პროგრამების შესწავლა, წყალდიდობების საკითხი საგანგებო სიტუაციების მართვასთან დაკავშირებით, ასევე ელექტრონულ სისტემებს შევისწავლით სკოლებში,სახელმწიფო ვალის მართვის აუდიტს ვახორციელებთ, საკმაოდ ბევრი საინტერესო თემა გვაქვს,რომელიც ეფექტიანობის კუთხით დაიფარება. შესაბამისობის კუთხით დაიფარება ძირითადად შესყიდვები, მომსახურებაზე და საქონლის შეძენაზე",-განაცხადა მექვაბიშვილმა.

ამ წუთებში, საფინანსო-საბოუჯეტო კომიტეტზე სახელმწიფო აუდიტორის სამსახური 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა