ირაკლი სესიაშვილი - ირონიულად არ გამომივიდეს, მაგრამ მამუკა ხაზარაძის მიერ წამოწყებული პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა

ხაზარაძის მიერ წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სესიაშვილის თქმით, თუ ხაზარაძის მთავარი მიზანია, რომ ანაკლიის პროექტი განახორციელოს, უმჯობესი იქნება, რომ მან თავის ვალდებულებები შეასრულოს.

„რამდენადაც ბატონი მამუკა უკვე პოლიტიკურ ველში შემოვიდა, შემიძლია კრიტიკულიც ვიყო და მოვუწოდო კიდეც გარკვეული ნაბიჯები. მე მივესალმები, თუ ის მოახერხებს და ახალგაზრდებს ჩართავს პოლიტიკურ პროცესში, ეს პარტიას თუ არა ქვეყანას მაინც გამოადგება.

რაც შეეხება პოლიტიკურ მიზნებს, თუ მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი არის, რომ ანაკლიის პროექტის რეალიზება მოახდინოს, მე მირჩევნია, რომ გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სახელმწიფომ ასეულობით მილიონი დახარჯა, შეასრულა თავისი ვალდებულებები და უმჯობესია, რომ თავად მანაც შეასრულოს ვალდებულებები. დანარჩენს უკვე მომავალი გვიჩვენებს. ჩემთვის ნებისმიერი პოლიტიკური კონკურენცია საინტერესოა, მე დღეს მოვუსმინე, არ ვიცი, ირონიულად არ გამომივიდეს, მაგრამ მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა, თუმცა, ბატონი ჯაფარიძის განცხადება, რომ სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს, ძალიან კარგია, როცა ასეთი პოლიტიკური განცხადებები კეთდება“, - განაცხადა სესიაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა