ევროკომისიის პრეზიდენტი - ბრიტანელები ნაწილობრივი ევროპელები არიან და არასოდეს ყოფილან სრულად ევროკავშირში

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ბრიტანელები ნაწილობრივი ევროპელები არიან, რომლებიც არასოდეს ყოფილან სრულად ევროკავშირში.

„ბრიტანელები თავიდანვე ნაწილობრივ ევროპელები იყვნენ, ჩვენ რაც გვჭირდება, ესაა სრული ევროპელები. ბრიტანელებს 40 წელზე მეტია ეუბნებოდნენ, რომ ისინი ევროკავშირში იყვნენ, თუმცა, მათ არასოდეს სურდათ ყველა იმ პოლიტიკის გაზიარება, რომელიც ერთად წყდებოდა“, - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

მისივე თქმით, ბრიტანეთის სურვილი დატოვოს ევროკავშირი მისი მმართველობის მარცხი არაა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბრექსითი იქნება თანაბრად წამგებიანი დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირისთვის.

შეგახსენებთ, ჟან-კლოდ იუნკერი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებს, მას 1-ელი ნოემბრიდან ოფიციალურად ახალი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი შეცვლის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო