აკაკი ზოიძე მოსამართლეობის კანდიდატებზე - გამადიდებელი ლუპის ქვეშ გავატარებთ მთელ მათ კარიერას, ცხოვრებას და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე არ იზიარებს ოპოზიციის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესები, რომელიც პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გაგრძელდება, მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქმება.

როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, ის და მისი კოლეგები დასვამენ ძალიან ბევრ კითხვას კანდიდატებთან დაკავშირებით და ასევე, ყურადღებით მოისმენენ იმ კითხვებსაც, რომელიც არასამთავრობო თუ პროფესიულ წრეებს ექნებათ.

„გამადიდებელი ლუპის ქვეშ გავატარებთ მთელ მათ კარიერას, ცხოვრებას და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რის მერეც ამოიწურება ის კითხვები, რაც შეიძლება მარტო ჩვენ კი არა, საზოგადოებას ჰქონდეს.

ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვისა და მათთან გასაუბრების პროცესი იწყება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 20-კაციანი სია და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია პარლამენტს გასულ კვირას გადაუგზავნა. გუშინ კი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა