შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე, თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა

საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში რატი იონათამიშვილის და სოფო კილაძის ინიციატივით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოკვლევის ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, შშმ ქალებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ჩატარდება ინტერვიუები, შეხვედრები და მოსმენები.

მოკვლევის შედეგად დაიწერება ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იქნება პრობლემების ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ.

თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე თავად შშმ პირები. ჯგუფი საბოლოო რეკომენდაციებსა და ანალიზს 2 თვის ვადაში მოამზადებს.

საკომიტეტო მოკვლევის პროცესი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა