გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძეზე - მართალი გითხრათ, არ მოველოდი, რომ ასეთი ბიბლიურ-მისტიურ-ლირიული წარმოდგენა ჰქონდა - ლელო, საქართველო, პოეზია - მეტს მოველოდი

მართალი გითხრათ, არ მოველოდი, რომ ასეთი ბიბლიურ-მისტიურ-ლირიული წარმოდგენა ჰქონდა - ლელო, საქართველო, პოეზია - მეტს მოველოდი. არ ვიცი, ვნახოთ მომავალში როგორ განავითარებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელო"-სთან დაკავშირებით განუცხადა.

გია ვოლსკიმ „ქართული ოცნებისა" და ხაზარაძის „ლელოს" სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ხალხი გადაწყვეტს ვინ-ვისთან უნდა ითანამშრომლოს".

„ვფიქრობ, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადავხედოთ ყველამ ჩვენს ყოფიერებას, რადგან საზოგადოებამ გარკვეულწილად გაუსწრო პოლიტიკური კულტურით პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც კვლავ ძველ ჩარჩოში აგრძელებენ ერთმანეთთან პოლემიკას. როგორც გადაწყვეტს საზოგადოება, ისე იქნება. ვინ შემოვა პარლამენტში, ვინ არ შემოვა, ვინ დარჩება პოლიტიკურ ველზე და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი", - განაცხადა ვოლსკიმ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა