ნაძალადევის რაიონში ხანძრის შედეგად დაზიანებულ სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩა N29-31-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, ორივე ეზოში არსებული შენობები გამაგრდა, შეიცვალა სახურავები და შესრულდა სარემონტო სამუშაოები. რეაბილიტირებული სახლები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„მანჯგალაძის ქუჩა N29-ში არსებული ბინები ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ასევე, დაზარალდა N31-ში მცხოვრები მოსახლეობაც. ორივე ეზოში სულ 24 ოჯახი ცხოვრობს. შენობებს ჩავუტარეთ სრული რეაბილიტაცია და ახლა უკვე ადგილობრივები ნორმალურ პირობებში ცხოვრობენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 257 227 ლარი გამოყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა