გია ხუხაშვილი - მამუკა ხაზარაძე ცდილობს სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, მაგრამ აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტის გაჩენა, ვინაიდან პოლიტიკა ცნობადობის გარეშე არ არსებობს

მამუკა ხაზარაძე ცდილობს სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, მას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტის გაჩენა, ვინაიდან პოლიტიკა ცნობადობის გარეშე არ არსებობს, - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის - „ლელოს“ პრეზენტაცია.

ხუხაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის ნაბიჯები „პოლიტიკურად კარგად გააზრებულია“.

„რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს და გუნდს, მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მისი მთავარი გზავნილი საზოგადობაში არის ასეთი, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა არის კომპრომენტირებული ძირითადად. აღბეჭდილია წარსული დანაშაული, ან მუდმივი წარუმატებლობა და შესაბამისად, ის ცდილობს დაიწყოს სუფთა ფურცლიდან. ბუნებრივია, ამას აქვს თავისი რისკები და პრობლემები, იმიტომ რომ ცნობადობის გარეშე პოლიტიკა არ არსებობს, ცნობადობის ფირმირებისთვის ერთი წელი არის ძალიან ცოტა და ეს მას შეუქმნის პრობლემებს. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე, სრულიად საკმარისია. მე ვფიქრობ, რომ მას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტის გაჩენა, რომელიც ჯერ არ იგრძნობა და ქმედებებშიც არ ჩანს. თუმცა, ეს არის ძალიან წვრილმანი და ამ ეტაპისთვის არც თუ ისე მნიშვნელოგანი ხარვეზებია, რაც გამოსწორებადია. პოლიტიკურად კარგად გააზრებულია მისი ნაბიჯები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჯერ მოძრაობა. მას ძლიერი პოლიტიკური კომპონენტის გამოჩენა უფრო დასჭირდება პარტიის დაფუძნების, მისი ყრილობის მომენტში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის მსგავსი პოლიტიკური ცენტრის გაჩენა, ჩვენი ქვეყნისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

„რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ფაქტი არის ნამდვილად მისასალმებელი, იმიტომ, რომ ეს ორპოლუსიანი მანკიერება არის დასასრულებელი ქვეყანაში და შესაბამისად, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა, არის სასიცოხლოდ აუცილებელი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი, მეტ-ნაკლებად ალტერნატიული ცენტრის შანსი ყველაზე მეტად აქვს მამუკა ხაზარაძეს ბევრი მიზეზის გამო - რესურსებით, თუნდაც თავისი წარსული გზით, გამოცდილებით და კომპეტენციით. აქედან გამომდინარე, თვითონ ფაქტი არის მისასალმებელი“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო