ლევან გოგიჩაიშვილი - ხაზარაძე ის ადამიანია, რომელსაც დევნიან და ამას წყალი არ გაუვა, თუმცა, მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური გემოვნების ზუსტად ცოდნა

მამუკა ხაზარაძე არის ის ადამიანი, რომელსაც პოლიტიკურად დევნიან და ამას წყალი არ გაუვა, თუმცა, მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური გემოვნების ზუსტად ცოდნა,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძის ახალ მოძრაობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხაზარაძემ ისაუბროს, თუ ვისთან გეგმავს თანამშრომლობას.

„მე მჭირდება მისი მკაფიო ხედვა, როგორც მომავალთან დაკავშირებით, როგორც არსებული რეალობის შეფასება, ასევე მისი პოლიტიკური გემოვნების ზუსტად ცოდნაა მნიშვნელოვანი. მამუკა ხაზარაძე არის ნამდვილად ის ადამიანი, რომელსაც დევნიან დღეს პოლიტიკურად და ამას წყალი არ გაუვა. პოლიტიკური პროკურატურა არის მის წინააღმდეგ გამოყენებული. სავარაუდოდ, სასამართლოც იქნება მის წინააღმდეგ გამოყენებული. ის კლასიკურად პოლიტიკური დევნის ობიექტია, მაგრამ როგორ იქნება მისი პოლიტიკური პოზიციონერობა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა