რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონის პედაგოგები დააჯილდოვა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, პედაგოგები და ბაღების თანამშრომლები დააჯილდოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრი გულია გოცირიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ესწრებოდნენ.

რიმა ბერაძის თქმით, ფასდაუდებელია განათლების სექტორში მომუშავე ადამიანების ღვაწლი და მათი დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალია.

„მინდა, პედაგოგებს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია პედაგოგების და ზოგადად განათლების სექტორში მომუშავე ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩუღურეთის რაიონში სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელიც წელსაც გრძელდება,“- განაცხადა რიმა ბერაძემ.

პედაგოგებს სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ. მან ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს რიმა ბერაძეს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში პედაგოგების როლზე ისაუბრა.

"ფასდაუდებელია თქვენი შრომა და ღვაწლი მომავალი თაობების აღზრდაში. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი არიან. თითოეულ თქვენგანს დიდი წვლილი მიუძღვის წარმატებული ადამიანების ჩამოყალიბებაში. ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიებაზე მოწვეულ პედაგოგებსა და ტექნიკურ პერსონალს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა