საგარეო უწყებასთან „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებული აქცია დასრულდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დევიდ კრამერის „პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების მოთხოვნით მიმდინარე აქცია დასრულდა.

აქციის დასასრულს "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა სამინისტროს მხრიდან პასუხი არ მიუღიათ.

„მე შევხვდი სამდივნოს უფროსს ზურაბ ბერიძეს, რომელმაც აღმიქვა და მომცა პირობა, რომ ის ამ საკითხთან დაკავშირებით დაელაპარაკებოდა მინისტრის მოადგილეებს, ვინაიდან მინისტრი მივლინებაში იმყოფება, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა უფლებამოსილი პირი დაიმალა. ამ სამინისტროს და საქართველოს პირველ დიპლომატს მოუწევს გააკეთოს შეფასება იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო კონფერენციაზე დევიდ კრამერსა და ირმა ინაშვილს შორის მოხდა.

15 სექტემბერს ამერიკის საელჩოსთან ჩვენ გვაქვს მრავალათასიანი შეკრება, სადაც გაჟღერდება ჩვენი მოთხოვნები, გამორიცხული არ არის ხვალ, ზეგ და 15 სექტემბრის შემდეგაც გაგრძელდეს აქციები და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს ინტერესები არ იყოს დარღვეული," - განაცხადა აქციის მონაწილემ ბეჟან გუნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა