სერგი კაპანაძე ხაზარაძის მოძრაობაზე - მნიშვნელოვანია, ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2020 წელს იყრის კენჭს, იყოს გამბედავი, თქვას, აპირებს თუ არა თანამშრომლობას ოლიგარქთან

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2020 წელს იყრის კენჭს, იყოს გამბედავი, რომ მანამდე თქვას, აპირებს თუ არა თანამშრომლობას ოლიგარქთან და შეუქმნის თუ არა მას მთავრობას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ მამუკა ხაზარაძის ახალ მოძრაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის საკითხი არის გამყოფი ხაზი მათთვის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

„არიან პარტიები, რომლებიც შეუქმნიან მთავრობას ივანიშვილს, ესენი არიან "ქართული ოცნება" და პრორუსული პარტიები, ისინი ერთ ბანაკში არიან და არიან სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ შეუქმნიან მთავრობას მას. ეს, ჩვენ, ხაზარაძისგან დღეს ვერ მოვისმინეთ და იმედი მაქვს, ის და სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ასპარეზზე გამოვა, ეყოფა სითამამე და ამ განცხადებას გააკეთებს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა