გიორგი ბარამიძე - იმედი გვქონდა, რეჟიმს კიდევ ერთი რეალური ოპონენტი გაუჩნდებოდა, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილის სახელის დასახელებაც ვერ მოახერხა

იმედი გვქონდა, რომ ახალი მოძრაობის დაფუძნებით რეჟიმს კიდევ ერთი რეალური ოპონენტი გაუჩნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილის სახელის დასახელებაც ვერ მოახერხა, ვინც ქვეყანაში არსებული ყველა უბედურების მთავარი მიზეზია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა.

“მას ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ისიც კი არ უთქვამს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს პუტინის გეგმის შემსრულებელ რეჟიმთან თანამშრომლობას. ამან ბევრი კითხვა გააჩინა. ჩვენი სურვილია, საქართველოში ყველა პროდასავლური ძალა იყო რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი, ყველამ მაქსიმალურად გვერდზე გადავდოთ ადრე არსებული დაპირისპირება და შევეცადოთ სამშობლო ამ ჭირისაგან გავათავისუფლოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ბარამიძემ.

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით “ლელო“ დააფუძნა. მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართა.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო